მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირველ კვარტალში საქართველოში 882,130 ტურისტული ვიზიტი შედგა - ზრდა 5.1%-ია

5caee5637ae0d
თელარა გელანტია
11.04.19 11:17
765
2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 882,130 შეადგინა, რაც 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე 42,590-ით მეტია (ზრდა +5.1%).

2019 წლის I კვარტლის მდგომარეობით არსებული ტურიზმის სტატისტიკური მონაცემები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა შეაჯამა.

პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დაესწრო; ღონისძიებას კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის 3 თვეში საქართველოში 1,617,548 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +2.2%-ია.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ლატვია +84.5%, სლოვაკეთი +81.8%, პოლონეთი +79.1%, ჩეხეთი +66.8%, ლიეტუვა +43.3%, გერმანია +30.8% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი +114.6%, ჩინეთი +59.3%, საუდის არაბეთი +52.8%და სხვა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეფასებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ვიზიტების სტრუქტურა. იზრდება შედარებით მაღალმხარჯველიანი სეგმენტის წილი: ევროკავშირის ქვეყნები, საჰაერო გზით განხორციელებული ვიზიტები და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები.

2019 წელს განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საჰაერო გზით განხორციელებულ ვიზიტებში (23,8%), წილი კი, 26,6%-ს შეადგენს, ხოლო 2018 წელს საჰაერო ვიზიტების წილი 21,7%-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები