2017 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ 8,7 მილიონი ტონა შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა არ შეცვლილა.
საზღვაო ნავსადგურებში და საზღვაო ტერმინალებში გადამუშავებულმა ტვირთების მოცულობამ იანვარ-მარტში 4,3 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მცირედით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამავე პერიოდში, საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ 88,210 TEU ერთეული შეადგინა. ბოლო ერთ წელში, გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა გაზრდილია.
იანვარ-მარტში სუფსის საზღვაო ტერმინალში, გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა შემცირდა და 1 მილიონი ტონა შეადგინა. ბათუმის საზღვაო ტერმინალში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით, არ შეცვლილა და 1,2 მილიონი ტონა შეადგინა. გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა გაიზარდა ფოთის საზღვაო ნავსადგურსა და ყულევის საზღვაო ტერმინალში და შესაბამისად 1,6 და 0,5 მილიონი ტონა შეადგინა.
რაც შეეხება გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობას ბათუმის საზღვაო ნავსადგურში იანვარ-მარტში რაოდენობა 16,911 TEU ერთეულამდე გაიზარდა, ფოთის საზღვაო ნავსადგურში კი 71,299 TEU ერთეულამდე.

























