მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირველ რიგში, რას აქცევენ ყურადღებას ინვესტორები? - გერმანიის ელჩის მოსაზრება

5d064f45c9d29
თელარა გელანტია
17.06.19 00:20
1402
საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის აზრით, ინვესტორებისთვის პოლიტიკური სტაბილურობა მნიშვნელოვანია.

ასე უპასუხა გერმანელმა დიპლომატმა bm.ge-ის კითხვას - რა არის ის მთავარი ფაქტორები, რასაც გერმანელი ინვესტორები საქართველოს ბაზარზე შემოსვლისას ყურადღებას აქცევენ.

„ვფიქრობ, ის, რასაც პირველ რიგში აკვირდებიან გერმანელი და ზოგადად უხოელი ინვესტორები, არის პოლიტიკური სტაბილურობა, ისევე როგორც კანონის უზენაესობა ქვეყანაში. განსაკუთრებით საუბარი მაქვს ისეთ ინვესტორებზე, რომელთაც გრძელვადიანი ეკონომიკური საქმიანობის გეგმები აქვთ საქართველოში, აპირებენ შექმნან მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. ისინი ძალიან ყურადღებით აკვირდებიან ამ ინდიკატორებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა და აქ მოიაზრებიან არა მხოლოდ აკადემიური განათლების, არამედ - პროფესიული განათლების მქონე ადამიანებიც. ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია მუშა ხელისა და მენეჯერების კომბინაცია ქვეყანაში. საქართველო ამ კუთხით კარგ პოზიციაზეა, თუმცა ციფრები იმას ადასტურებენ, რომ ქვეყანას აქვს უფრო მეტი პოტენციალი და რესურსი, რათა ამ თვალსაზრისით განვითარება განაგრძოს “, - განაცხადა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები