მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირველად 8 წლის მანძილზე აშშ-ში ტურისტების რიცხვი შემცირდა

5991c55766545
BM.GE
15.08.17 13:25
1054
უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში აშშ-ში ტურისტების რაოდენობა პირველად შემცირდა და 2017 წელი ამ მხრივ ანტი რეკორდს ამყარებს. ბოლოს, ტურისტული ნაკადის შემცირება ქვეყანაში 2009 წელს დაფიქსირდა, თუმცა მაშინ კლება გაცილებით უმნიშვნელო იყო. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ქვეყანაში მოგზაურთა ხარჯები 1% - ით 244,7 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ასევე, შემცირდა ის საშუალო დრო, რომელსაც ერთი ტურისტი ქვეყანაში ატარებს.

ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2016 წელს შტატებს 75,6 მილიონი ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2015 წელთან შედარებით 2%-ით ნაკლებია.

ავტორიტეტული სააგენტო France Presse-ის ინფორმაციით, აშშ-ში ტურიზმი და მასთან დაკავშირებული ბიზნესის კრიზისულ მდგომარეობაშია. მიუხედავად უარყოფითი ტენდენციისა, ქვეყნის კომერციის დეპარტამენტი ოპტიმისტურად უყურებს მომავალს და მათი წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს ქვეყანაში ტურისტების შემოდინების ზრდა ფიქსირდება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები