პირველად ამიერკავკასიაში, ქართველი სტუდენტები ხელის ფუნქციური პროთეზის წარმოებას იწყებენ. თავისუფალი უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები არჩილ საყევარაშვილი, დავით ჭანტურია, ვახტანგ ტაბატაძე და გიორგი დიღმელაშვილი „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულები არიან. კომპანია სახელწოდებით Hand4Help პროდუქციის რეალიზების დაწყებას დაახლოებით ერთ წელში გეგმავს. როგორც არჩილ საკევარაშვლმა „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, ხელის პროთეზის შექმნისას, ისინი სპეციალურ წამკითხველის ტექნოლოგიას იყენებენ, რისი მეშვეობითაც ხელისთვის სხვადასხვა ფუნქციების დამატებაა შესაძლებელი.
"დაბალდანახარჯიანი, ფუნქციური ხელის პროთეზი, განკუთვნილია შშმ პირებისთვის. რომლებსაც ხელი ან არ აქვთ განვითარებული ან ამპუტირებული აქვთ. ჩვენს მსგავს ტექნოლოგიას მსოფლიოში არავინ იყენებს, გვაქვს სპეციალური წამკითხველი, რომელის მიხედვითად შესაძლეველია ულიმიტოდ სხვადასხვა ფუნქციების დამატება ხელისთვის. ძალიან მარტივია ახალი ფუნქციის დამატება“, - ამბობს არჩილ საყევარაშვილი. ამ ეტაპზე ხელის პროთეზსს რამდენიმე ძირითადი ფუნქცია აქვს: პიანინოზე დაკვრა, მუშტის შეკვრა და ჟესტის OK ჩვენება, რაც ცერა და საჩვენებელი თითის მოხრით ხდება, ასევე კომპიუტერის კურსორის მართვა.
ქართველი სტუდენტების მიერ დამზადებული ხელის პროთეზები, მალე ორგანიზაცია e-Nable-ს ბაზაშიც გამოჩნდება. შესაბამისად კომპანიის რუკაზე საქართველო ამიერკავკასიაში პირველი ქვეყანა იქნება სადაც ხელის ფუნქციური პროთეზი მზადდება.
"თანხები გვჭირდებოდა რათა ჩვენი კუნთის სენსორი შეგვექმნა. სტარტაპ საქართველოს ფარგლებში, საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ. ტრენინგები დაგვეხმარა ჩვენი იდეის მარკეტინგულ დახვეწაში და მივიღეთ კონსულტაციები თუ როგორ უნდა მოვახდინოთ პროდუქციის რეალიზაცია.
ის კომპანიები რომლეიც დღეს ბაზარზე არიან, მიახლოვებული არიან ნამდვილ ხელთან, მაგრამ ძალიან ძვირი ღირს მათი პროდუქცია. ჩვენ პროთეზსს 3D პრინტერზე ვამზადებთ, შესაბამისად საკმაოდ მარტივად და სწრაფად ხდება დაბეჭვდა. ჩვენი ხელი 1200 დოლარი ეღირება.
საქარველოში მოსახლეობის 0,1 პროცენტს აქვს ეს პრობლემა, თუმცა ბევრს არ აქვს საშუალება, რომ იყიდოს ძვირადღირებული პროთეზი. მაქსიმალურად ვცდილობთ ასეთ ადამიანებს ხელმისაწვდომ ფასად მივაწოდოთ პროდუქცია“, - ამბობს არჩილ საყევარაშვილი. მომავალი ერთი წლის განმავლობაში, გუნდის წევრები კუნთის საკუთარი სენსორის შექმნას, პროთეზის ფუნქციურად გაუმჯობესებას და მისი რეალიზების დაწყებას გეგმავენ.

























