ეროვნულ ბიბლიოთეკას მეთექვსმეტე საუკუნემდე გამოცემული წიგნი ექნება. როგორც ბიბლიოტეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, მისი შეძენა მეღვინემ ბურკჰარტდ შუხმანმა გადაწყვიტა.
"რამდენიმე დღის წინ დავდე მიმართვა ბიზნესმენებისადმი, სადაც წიგნის მუზეუმისთვის ინკუნაბულას შეძენას ვითხოვდით. შემდეგ, მხოლოდ მოლოდინის იმედად არ დავრჩი და მათ შორის, დავუკავშირდი კომპანია შუხმანის მენეჯერ ნუცა აბრამიშვილს. და აი, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი! პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, კერძოდ წიგნის მუზეუმს ინკუნაბულა, ანუ მეთექვსმეტე საუკუნუმდე გამოცემული წიგნი ექნება. მისი შეძენა ჩვენთვის ცნობილმა მეღვინემ, ბურკჰარტდ შუხმანმა გადაწყვიტა!", - წერს კეკელიძე.

























