პირველად ისტორიაში გასულ წელს General Motors-მა 10 მილიონი ავტომობილი გაყიდა.
მიზეზი ჩინეთში გაზრდილი მოხმარებაა. CNNMoney-ის ინფორმაციით, გასულ წელს კომპანიის შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა.
გაყიდვების რაოდენობით, GM მსოფლიოში მესამე ადგილზეა Volkswagen-ის და Toyota -ს შემდეგ, რომელთა გაყიდვებმაც შესაბამისად 10,3 და 10,2 მილიონი შეადგინა.
GM 77 წლის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ბრენდი იყო, თუმცა 2008 წელს პირველობა Toyota-ს დაუთმო.
GM-სთვის გასაღების ყველაზე მსხვილი ბაზარი ჩინეთია.

























