მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველად კავკასიაში - LogRhythm კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების განხორციელებას HT Solutions-თან პარტნიორობით იწყებს

61e196edf048f
ვიქტორია მღებრიშვილი
14.01.22 19:48
7748
უსაფრთხოების დაზვერვისა და ანალიტიკის კუთხით მსოფლიოს ლიდერი კომპანია - LogRhythm კიბერუსაფრთხოების ოპტიმიზებულ შესაძლებლობებს მომხმარებელს უკვე კავკასიაში სთავაზობს. საერთაშორისო კომპანია პროექტს საქართველოში მოქმედ კომპანია HT (High-Tech) Solutions-თან თანამშრომლობით ახორციელებს. ამის შესახებ BM.GE-ის ინფორმაცია HT Solutions-მა მიაწოდა.

კომპანიების ერთობლივი წამოწყება რეგიონის ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს, უსაფრთხოების მყარი საფუძველი შექმნან, რათა კიბერსაფრთხეებისგან დაიცვან თავი. LogRhythm-ის ყოვლისმომცველი პლატფორმა საშუალებას აძლევს ბიზნესებს, წარმატებით შეამცირონ კიბერ რისკები სუბიექტის ქცევის ანალიტიკით (UEBA), ქსელის ტრაფიკისა და ქცევის ანალიტიკით (NTBA) და უსაფრთხოების ორკესტრაციით, ავტომატიზაციითა და რეაგირების (SOAR) გადაწყვეტილებით.

LogRhythm-ის ვიცე პრეზიდენტი კევ ელი განმარტავს, რომ ბოლო პერიოდში კიბერშეტევების ზრდა როგორც კავკასიაში, ისე მთელ მსოფლიოში შეინიშნებოდა. „ციფრულ ტრანსფორმაციაზე დაჩქარებულად გადასვლამ ყველა ზომის ორგანიზაცია მიიყვანა საჭიროებამდე, უსაფრთხოების მდგომარეობის ოპტიმიზაცია საფრთხეების აღმოჩენითა და მათი შემცირების შესაძლებლობებით მოახდინონ. ჩვენ ვაგრძელებთ გაფართოებას და მოვიცავთ უფრო მეტ ახალ რეგიონს, რათა ფეხი ავუწყოთ ტექნოლოგიური ინოვაციების დაჩქარებულ ტემპს. ჩვენი სტრატეგიული წამოწყება საქართველოში ისეთი გადაწყვეტილებების განხორციელებას უზრუნველყოფს, რომლებიც სრულიად გარდაქმნის ორგანიზაციების მიდგომას კიბერსაფრთხეების მიმართ. ჩვენ უზრუნველვყოფთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებული ინსტრუმენტების მიწოდებას მზარდი რისკების წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური მასშტაბით“, - ამბობს კევ ელი.

BM.GE LogRhythm-ის საქართველოში შემოსვლის დეტალებით დაინტერესდა და კითხვებით HT Solutions-ს მიმართა.

როგორც HT Solutions-ის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ნინო ნიაური აცხადებს, კომპანია საქართველოში 2021 წლის ზაფხულში, ივლისში შემოვიდა.

„ეს ნიშნავს, რომ ქართულ ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომი იქნება ისეთი პროდუქტები როგორიცაა SIEM გადაწყვეტილება, რაც საფრთხეების აღმოჩენას, გამოძიებასა და განეიტრალებას უზრუნველყოფს; UEBA გადაწყვეტილება - მომხმარებლის ანომალიური ქცევის და საფრთხეების აღმოჩენას და საფრთხეები მოწინავე ანალიტიკის გამოყენებას; ლოგების მენეჯმენტი - სრული ხილვადობა მონაცემებზე და იქ დამალულ საფრთხეებზე; საფრთხის გამოვლენა - ხალხის, პროცესისა და ტექნოლოგიების ძლიერი საფუძვლის შექმნაში დახმარება, რათა საფრთხეების გამოვლენა და რეაგირება დაჩქარდეს; MITER ATT&CK Framework - გამოვლენა, თუ როგორ ეწინააღმდეგება/შეესაბამება კომპანიის უსაფრთხოების სტრატეგიული დაცვა MITER ATT&CK ჩარჩოს“, - ამბობს ნიაური.

საქართველოს ბაზარზე LogRhythm-ის პარტნიორ კომპანიაში, საერთაშორისო კომპანიის მიერ შემოსვლისთვის საჭირო ინვესტიციისა და დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში გაიმართება ღონისძიებები, სადაც დაინტერესებული პირები დეტალური ინფორმაციის მიღებას შეძლებენ

HT Solutions უზრუნველყოფს IT მომსახურების ფართო სპექტრს, მათ შორის კიბერუსაფრთხოების სერვისებს და გადაწყვეტილებებს, ციფრულ ტრანსფორმაციას, DevOps, DevSecOps და Agile კონსულტაციასა და სერვისებს, მონაცემთა ანალიტიკას, სისტემურ ინტეგრაციას, IT და კიბერ აუდიტს, IT ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციას, პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებასა, IT & OT ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას: ქსელის, მონაცემების, მონაცემთა ცენტრის, ენდპოინტების, წვდომის და მენეჯმენტის ხელსაწყოების გამოყენებით და IT აღჭურვილობის მიწოდებას. მისი მისიაა დაეხმაროს თავის მომხმარებლებს ბიზნეს მიზნების მიღწევაში უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით

რაც შეეხება კითხვას - რამდენად დიდია საქართველოში კომპანიების მხრიდან ამ მიმართულებით დაინტერესება, HT Solutions-ის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ნინო ნიაური ამბობს: „კიბერუსაფრთხოების ბაზარი საკმაოდ მზარდია და მაღალი ტემპებით ვითარდება, ამას გარკვეულწილად კორონავირუსის პანდემიამაც შეუწყო ხელი: გაიზარდა კომპანიების გარემოში ინტეგრირებული დაცვის პროგრამების რაოდენობა, გაიზარდა კიბერ დამნაშავეების დაინტერესებაც, ვინაიდან კომპანიების უმეტესობა ვირტუალურ სივრცეში გადავიდა, ან მეტი კონცენტრაციით დაიწყო განვითარება და ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა ინცინდენტებზე რეაგირების დროის შემცირება. LogRhythm ზუსტად ამ მიმართულებით ცდილობს გაუადვილოს მუშაობა SOC-ის გუნდს. საქართველოში კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში შემუშავებას და შემდგომში შესაბამისი ხელსაწყოების დანერგვას თანდათან უფრო მეტი ყურადღება ექცევა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები