მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირველად კავკასიის რეგიონში, საქართველოს ბანკის Visa ბარათის მფლობელები Garmin-ის საათის მეშვეობით გადახდებს განახორციელებენ

5cb9857616660
BM.GE
19.04.19 12:20
1117
საქართველოს ბანკი განაგრძობს ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და მომხმარებელს კავკასიის რეგიონში პირველად, ინოვაციური გადახდის ექსკლუზიურ მეთოდს სთავაზობს.

საქართველოს ბანკის და საერთაშორისო გადახდების სისტემა Visa-ს თანამშრომლობით, საქართველოს ბანკის Visa- ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ გადახდები Garmin-ის “ჭკვიანი საათით“ განახორციელონ.

უკონტაქტო, „ჭკვიანი საათით“ გადახდის მეთოდი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს განახორციელოს ტრანზაქციები სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად, რადგან მას აღარ მოუწევს ბარათების თუ ნაღდი ფულის ტარება. აღსანიშნავია, რომ კომფორტულ, უკონტაქტო გადახდებთან ერთად Garmin-ის საათი ითვლის მომხმარებლის პულს, აკონტროლებს მფლობელის ადგილმდებარეობას, ეხმარება ვარჯიშის განრიგის განსაზღვრასა თუ კალორიების დათვლაში. Garmin-ის ჭკვიან საათს ასევე შეუძლია მოკლე ტექსტური შეტყობინებების, შემომავალი ზარების მიღება და სხვა მრავალი ფუნქციის განხორციელება.

გადახდების სისტემა იყენებს ბარათის მონაცემების უნიკალურ ციფრულ იდენტიფიკატორს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანგარიშსწორების პროცესისთვის ფაქტობრივი ანგარიშის მონაცემების გამჟღავნების გარეშე. იმისათვის, რომ მოხდეს საათის მეშვეობით გადახდა, საჭიროა მომხმარებელმა დაადოს საათი ტერმინალს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები