მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველად პროექტთან შედარებით 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობებიც და გადასახდელებიც იზრდება

5be1a7af004f7
თამუნა დემეტრაშვილი
06.11.18 19:00
616
საკანონმდებლო ორგანოში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტში შევიდა. პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის შემოსულობები, პირველად ვარიანტთან შედარებით, 357 მილიონი ლარითაა გაზრდილი და 12 მილიარდ 968 მილიონს შეადგენს. აქედან, გადასახდელები გაზრდილია 80 მილიონით, გრანტები 102 მილიონით, ხოლო კრედიტები 145 მილიონით.

რაც შეეხება ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილს, პირველად ვარიანტთან შედარებით, ასიგნებები 268 მილიონი ლარითაა გაზრდილი და 12 მილიარდ 997 მილიონს შეადგენს. გაზრდილი ასიგნებებიდან 70 მილიონი ლარი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 50 ლარის ღირებულების პაკეტისთვისაა გათვალისწინებული, რაც მოიცავს 20 ლარიან ფულად დახმარებასა და 30 ლარიან კვების ვაუჩერს, თავდაცვის სამინისტროს აღჭურვისთვის გათვალისწინებულია 92 მილიონი ლარი, ასევე 10 მილიონი დაემატება საკრედიტო-საგარანტიო სქემის ასამოქმედებლად მეწარმეობის განვითარების პროგრამას და ჯამში ამ მიმართულებით 20 მილიონი დაიხარჯება. გაზრდილ დაფინანსებაში შევიდა ასევე გაზიფიცირების პროგრამისთვის დამატებული 10 მილიონი ლარი და ჯამში ამ მიმართულებით მომავალ წელს 40 მილიონი დაიხარჯება, ასევე 34 მილიონი ლარი დაემატა სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები