„ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ეუთო/ოდირის დასკვნას აფასებს, რომელიც 20 დეკემბერს გამოქვეყნდა. მისი თქმით, პირველად ქართული არჩევნების შეფასებისას არ არის ნახსენები სიტყვები: სამართლიანი და თავისუფალი, რაც "ქართული ოცნების" კრახად" ითვლება.
მამუკა ხაზარაძე ასევე განმარტავს, რომ ეუთო/ოდირის მანდატი არ გულისხმობს არჩევნების ლეგიტიმურობის დადგენას და იგი ამბობს, რომ საზოგადოებამ თავად უნდა გამოიტანოს დასკვნა, აქვს თუ არა ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ
"საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ შედგა! ეს არის ეუთო/ოდირის ყველაზე ნეგატიური დასკვნა ქართული არჩევნების ისტორიაში!პირველად ქართული არჩევნების შეფასებისას არ არის ნახსენები სიტყვები: სამართლიანი და თავისუფალი - ეს არის არაღიარება! ეს არის "ქართული ოცნების" კრახი!
ეუთო/ოდირის მანდატი არ გულისხმობს არჩევნების ლეგიტიმურობის დადგენას.
ის ამბობს, რომ საზოგადოებამ თავად უნდა გამოიტანოს დასკვნა, აქვს თუ არა ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ - ქართული საზოგადოების დასკვნა და ნდობა უკვე 23 დღეა ნათლად ჩანს რუსთაველზე, თბილისის ქუჩებში და მთელ საქართველოში იმ პროტესტით, რომელსაც ჩვენ ვაფიქსირებთ!!! დასკვნა: ეს იყო რუსული სპეცოპერაცია! არჩევნები მიითვისეს! ხელისუფლება არალეგიტიმურია! ახალი არჩევნები! სხვა გამოსავალი არ არის! საქართველოს რუსეთში არ გავატანთ", - წერს ხაზარაძე.