მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირველად სანქციების მოხსნის შემდეგ, ირანული ბანკები საკრედიტო ბარათების გამოშვებას იწყებენ

57e9304a36d02
BM.GE
26.09.16 18:26
1888
პირველად სანქციების მოხსნის შემდეგ, ირანული ბანკები საკრედიტო ბარათების გამოშვებას დაიწყებენ. ირანულ მედიაზე დაყრდნობით Bloomber წერს, რომ აქამდე ქვეყანაში მხოლოდ სადებეტო და საგადახდო ბარათები არსებობდა.

ამჯერად საკრედიტო ბარათების გამოყენება მხოლოდ ქვეყნის შიგნით იქნება შესაძლებელი, მათ შორის განიხილება ირანის მაღაზიებში ონლაინ შესყიდვები . რომლეიმე გლობალურ სისტემასთან ან საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობა მოსალოდნელი არ არის.

ბარათებისთვის საკრედიტო ლიმიტის სამი დონე იქნება დაწესებული. უმსხვილესი თანხა 50 მილიონი რიალი იქნება, რაც დაახლოებით 14 000 დოლარია. საშეღავათო პერიოდი ერთ თვეს შეადგენს, შემდეგ კი კრედიტის ღირებულება წლიურად 18% იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები