მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირველად საქართველოში ფასდაკლებების კვირეულის – Discount Week-ის ორგანიზება იგეგმება

589884f6ddbe4
BM.GE
06.02.17 18:14
1347
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიცატივით, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული პროდუქტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პირველად საქართველოში ფასდაკლებების კვირეულის – Discount Week-ის ორგანიზება იგეგმება.

პირველი კვირეული კახეთში ჩატარდება და ფასდაკლება 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

Discount Week წარმოადგენს ღონისძიებას, რომელიც მოიცავს რეგიონებში სასტუმროს სერვისით ფასდაკლებით სარგებლობას. პროექტის მიზანია, არასეზონურ პერიოდში რეგიონის პოპულარიზაცია და შიდა ტურიზმის წახალისება. პროექტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორს ვიზიტორების მოზიდვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები