Visa-მ, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერმა, TAV Operation Services-სთან თანამშრომლობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოში პირველად - Fast Track სერვისი დანერგა და Visa პრემიუმ ბარათის მფლობელებისთვის სპეციალური ტერმინალი - Fast Track Empowered by Visa გახსნა.
Visa-ს პრემიული ბარათის მომხმარებლებს შეუძლიათ Fast Track ე.წ. სწრაფი დერეფნის სერვისით ისარგებლონ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალზე ბარათის მარტივი შეხებითა და გრძელი რიგების გვერდის ავლით.
Fast Track სერვისი უფასოა 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, თუ მათ თან ახლავთ Visa Premium ბარათის მფლობელი.