მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველად საქართველოში Flitt-მა Mastercard-ის NEP პროგრამის ლიცენზია მოიპოვა

პირველად საქართველოში Flitt-მა Mastercard-ის NEP პროგრამის ლიცენზია მოიპოვა
26.09.25 10:30
442

თიბისი ჯგუფის წევრი ფინტექ კომპანია Flitt პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Mastercard-ის Network Enablement Partner (NEP) პროგრამის ოფიციალური ლიცენზია მოიპოვა.

NEP პროგრამა Mastercard-ის გლობალური ინიციატივაა, რომელიც საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს საშუალებას აძლევს, გახდნენ კომპანიის პირდაპირი პარტნიორები. NEP სტატუსის მქონე ფინტექ კომპანიებს აღარ სჭირდებათ მესამე მხარე Mastercard-ის ეკოსისტემაში ჩასართავად, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს ინოვაციური პროდუქტების განვითარებას, ამცირებს ბაზრების ათვისების დროს და ზრდის საოპერაციო ეფექტურობას.

პროგრამა მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს:

  • განათლება და მხარდაჭერა (Education & Support Solutions) - ტრენინგები, ტექნიკური დახმარება და მხარდაჭერა, რაც პარტნიორებს სხვადასხვა ტიპის გამოწვევების დაძლევაში ეხმარებათ;
  • ოპერაციული გადაწყვეტები (Operational Excellence Solutions) - წვდომა Mastercard-ის მოწინავე ტექნიკურ ინსტრუმენტებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ოპერაციულ სიძლიერესა და სტაბილურობას;
  • ინტეგრირებული პარტნიორული გადაწყვეტილებები (Integrated Partner Solutions) - Mastercard-თან პირდაპირი თანამშრომლობა და ექსკლუზიური სარგებელი ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად.

NEP სტატუსის მისაღებად ფინტექ კომპანიებმა უნდა დააკმაყოფილონ Mastercard-ის უსაფრთხოების მოთხოვნები და შეესაბამებოდნენ კომპანიის წესებს.

ლიცენზირების პროცესის ფარგლებში, პარტნიორი გადის დეტალურ შეფასებას, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაშიც ენიჭება შესაბამისი სტატუსი.

NEP ლიცენზიის მიღებით, Flitt-მა მიიღო შესაძლებლობა:

  • დამოუკიდებლად მართოს გადახდების პროცესი Mastercard-ის გლობალურ ქსელში;
  • მოემსახუროს მაღალრისკიან მერჩანტებს და ეფექტურად მართოს რისკები;
  • გააუმჯობესოს გადახდების სერვისის ხარისხი ინოვაციური და მოქნილი გადაწყვეტებით;
  • აქტიურად ჩაერთოს Mastercard-ის ინოვაციურ პროგრამებსა და პროექტებში.

„NEP პროგრამაში გაწევრიანებით, ჩვენმა კომპანიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საქართველოში უსაფრთხო ონლაინგადახდების გამარტივების მიმართულებით. სულ ახლახან მივიღეთ Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატიც და მიუხედავად იმისა, რომ Flitt ახალი ფინტექ კომპანიაა, ორივე შემთხვევაში ვართ პირველები საქართველოში,“- გიორგი ქუთათელაძე, Flitt-ის CEO.

Mastercard-ის NEP პროგრამის ლიცენზიით, Flitt კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მარტივი და ინოვაციური პროდუქტების გარდა, ქმნის უსაფრთხო და სანდო ონლაინგადახდების გარემოს, როგორც მერჩანტებისთვის, ისე მათი მომხმარებლებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები