VR Holding-თან თანამშრომლობით საქართველოში პირველად საერთაშორისო ბრენდი Marriott Executive Apartments-ი შემოდის.
გლობალური ბრენდი მსოფლიოს 17 ქვეყანაში ოპერირებს და 5-ვარსკვლავიანი ტიპის აპარტამენტებს მართავს. Marriott Executive Apartments-ი ვაკეში, VR Holding-ის $220 მლნ-იანი პროექტის VR VAKE SKYVIEW-ის ნაწილი იქნება.
VR HOLDING ახალი პროექტი ვაკეში დანიშნულების ახალ სივრცეს ქმნის. ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, ჭავჭავაძის 49-ში განთავსებული მულტიფუნქციური კომპლექსი სპორტის ახალ უნივერსიტეტთან ერთად, ინოვაციურ საცხოვრებელ და კომერციულ კომპლექსს გააერთიანებს. VR VAKE SKYVIEW-ის პროექტი არსებული გზებისა და ინფრასტრუქტურის განახლება-გაჯანსაღებას მოიცავს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზების გაფართოება, სარეკრეაციო და მოსასვენებელი სივრცეების და სკვერების გაშენება, დამატებითი საპარკინგე ადგილების მოწყობა, რომლითაც სარგებლობას მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლები შეძლებენ. აღსანიშნია, რომ მულტიფუნქციური კომპლექსის ბოლო სართულზე ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საცურაო აუზი განთავსდება. ამასთან, შენობის სახურავზე ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი მოეწყობა. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ვაკეს დამატებით ღირებულებას შესძენს.
სწორედ ამ პროექტში განთავსდება Marriott Executive Apartments-ის 5-ვარსკვლავიანი აპარტამენტები, რომლებიც გრძელვადიან გაქირავებაზე იქნება გათვლილი და მათ მფლობელებს კომპლექსის ყველა უპირატესობით სარგებლობა შეეძლებათ.
VR HOLDING უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც ქართულ ბაზარზე ერთ-ერთმა პირველმა დანერგა სიახლეები სამშენებლო ინდუსტრიაში და დააწესა ახალი სტანდარტი დეველოპერულ სექტორში.
კომპანია 2010 წელს ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის მიერ დაარსდა და პირველი პროექტი - „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ დღემდე დიდი ნდობით, პრემიუმ ხარისხითა და მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა.
კომპანია მრავალი წელია აშენებს ბუნების კარნახით და ქმნის ეკოლოგიურად, ფუნქციონალურად და ესთეტიურად გამორჩეულ პროექტებს.