"სილქნეტმა" მომხმარებლების 5G ტექნოლოგია შესთავაზა. კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ერთად, თბილისის ცენტრალურ უბნებში თავისუფლების მოედნიდან ბაგებამდე, აბონენტები მეხუთე თაობის ინტერნეტსერვისს მიიღებენ.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კომპანიის მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული სერვისი, რომელიც მათივე განცხადებით მხოლოდ თბილისის რამდენიმე უბანს მოიცავს, „სილქნეტისთვის“ წლების წინ მინიჭებული ლიცენზიების ფარგლებში არსებული სიხშირული სპექტრის გამოყენებით ამოქმედდა, - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის განცხადებაშია ნათქვამი.
სტუმარი: ილია ენუქაშვილი - "სილქნეტის" სტრატეგიული განვითარების მიმართულების ოფიცერი;