მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველად საქართველოში ტერაბანკმა ყველაზე მოქნილი და უსაფრთხო საერთაშორისო ანგარიშსწორების პლატფორმა Visa B2B Connect დანერგა

645b4511186bc
BM.GE
10.05.23 11:15
778
სტატიაში საუბარია:
ტერაბანკი პირველი ბანკია საქართველოში, რომელმაც Visa-სთან პარტნიორობით, Visa B2B Connect პლატფორმა დანერგა და ბიზნესკლიენტებს ყველაზე სწრაფი, მოქნილი და უსაფრთხო საერთაშორისო ანგარიშსწორების სერვისი შესთავაზა.

Visa B2B connect პლატფორმა ტერაბანკის ნებისმიერ ბიზნესკლიენტს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს დღესდღეობით ყველაზე თანამედროვე, ინოვაციური, არასაბარათე, ბანკიდან ბანკში შეტყობინებებისა და ანგარიშსწორების მომსახურებით, განახორციელოს და მიიღოს უსაფრთხო და მოქნილი საერთაშორისო გადახდები მსოფლიოს 107 ქვეყანაში. Visa B2B Connect ტრადიციული მეთოდებისგან უპირველესად სისწრაფით განსხვავდება: მისი დახმარებით, ტრანზაქციები, მიმღები ქვეყნიდან გამომდინარე, 24-48 საათში აისახება. სერვისით სარგებლობა ტერაბანკის მომხმარებლებს როგორც დისტანციურად —ინტერნეტბანკითა და მობილური აპლიკაციით, ისე ფილიალებში ვიზიტით შეუძლიათ.

ტერაბანკისთვის ბიზნესკლიენტების, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა. მათი საქმიანობების განვითარების მიზნით, ბანკი უმაღლესი ხარისხის, ინოვაციური სერვისებისა თუ პროდუქტების შეთავაზებასა და გაუმჯობესებაზე მუდმივად მუშაობს. Visa B2B Connect პლატფორმის დანერგვაც სწორედ ამ სტრატეგიის ერთგულებას ადასტურებს.

„ტერაბანკში ყოველთვის ვაცნობიერებთ იმ როლს, რომლის შესრულებაც თანამედროვე, ინოვაციურ, გამჭვირვალე და მოქნილ ფინანსურ სერვისებს ჩვენი ბიზნესკლიენტების საქმიანობების წარმატებაში შეუძლია. გვჯერა, რომ Visa B2B Connect-ის პლატფორმის დანერგვა ამ როლის რეალიზებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს და, ამავდროულად, ხელს შეუწყობს არა მარტო ფინანსური სფეროს, არამედ მთლიანად ქვეყნის ბიზნესსექტორის გაძლიერებას. აღსანიშნავია, რომ ეს სიახლე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტერაბანკის სწრაფვას, შესთავაზოს მომხმარებლებს ციფრული ინოვაციები და გაამყაროს თანამშრომლობები უცხოელ პარტნიორებთან“, - აცხადებს ტერაბანკის გენერალური დირექტორი თეა ლორთქიფანიძე.

„ჩვენი გუნდი მოხარულია დანერგოს Visa B2B Connect საქართველოში ტერაბანკთან პარტნიორობით, რათა ხელი შეუწყოს საერთაშორისო გადახდებს საქართველოდან მსოფლიოს მრავალ ბაზარზე. ჩვენ გვჯერა რომ საქართველოში კიდევ ერთი ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვით, ჩვენ ვზრდით ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების და მათი კორპორაციული კლიენტების ეფექტურობას და მხარს დავუჭერთ ბიზნესებსა და მცირე და საშუალო მეწარმეობას, რათა ისარგებლონ Visa B2B Connect-ის პლატფორმით და მისი უპირატესობებით. Visa-ს სჯერა რომ ბანკებისთვის, როგორც სანდო პარტნიორებისთვის სერვისების ეფექტურობის გაზრდით, ჩვენ ვავითარებთ ციფრულ გადახდებს და ელექტრონულ კომერციას ადგილობრივ და გლობალურ დონეზე,“ - განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

Visa B2B Connect-ის CEMEA-ს რეგიონის ხელმძღვანელმა, ვიშალ ვირმანმა აღნიშნა რომ: „Visa B2B Connect პლატფორმა შექმნილია იმისთვის, რომ საერთაშორისო გადახდები უფრო ადვილი, სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტური გახადოს. ტერაბანკის მონაწილეობა Visa B2B Connect-ში სარგებელს მოუტანს ბანკის მომხმარებლებს და გაზრდის საქართველოს საერთაშორისო გადახდების შესაძლებლობებს“.

Visa B2B Connect-ის შესახებ

Visa B2B Connect არის ყველაზე ინოვაციური, არა საბარათე, ბანკიდან ბანკში შეტყობინებებისა და ანგარიშსწორების სერვისი, რომელიც შემუშავებულია ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რათა მათ კლიენტებს საშუალება მიეცეთ განახორციელონ და მიიღონ საერთაშორისო გადახდები პროგნოზირებადი, უსაფრთხო და ეფექტური გზით. Visa B2B Connect-ი, ერთის ბევრთან დაკავშირების პრინციპით, ეხმარება შუამავალი გადარიცხვების რაოდენობის შემცირებაში, რომლებიც საჭიროა გადახდის დასამუშავებლად. ეს უფრო ხარჯთეფექტური საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას იძლევა და უზრუნველყოფს როგორც კორპორაციული საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ასევე მათი კლიენტებისთვის თითოეულ ტრანზაქციასთან დაკავშირებული საკომისიო გადასახადის გამჭვირვალობას, რაც ეხმარება კომპანიებს თავიანთი ფულადი ნაკადების მართვაში. Visa B2B Connect პლატფორმა ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას გადახდების განსახორციელებლად იმ ბანკებში, რომლებიც პლატფორმით ჯერ კიდევ არ სარგებლობენ.

Visa B2B Connect-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, თუ როგორ ისარგებლოთ პლატფორმით, გთხოვთ ეწვიოთ: www.visa.com/visab2bconnect

Visa-ს შესახებ

Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge


ტერაბანკის შესახებ:

ტერაბანკი 1999 წლიდან ქართულ საფინანსო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს. მისი მისიაა, გამორჩეული და ინდივიდუალური მომსახურებით ხელი შეუწყოს მეწარმეებს, მათთან დასაქმებულ ადამიანებსა და მათ მომხმარებლებს ბიზნესისა და პირადი ფინანსური ამოცანების გადაჭრაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები