მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველად საქართველოში, ვიანი ჯანმრთელობაზე ზრუნვის საერთაშორისო სამიტს გამართავს

ვიანი საერთაშორისო სამიტი
BM. GE
04.10.23 14:40
42

საქართველოში პირველად, ვიანი ჯანმრთელობაზე ზრუნვის საერთაშორისო სამიტს 14-15 ოქტომბერს, თბილისში გამართავს. სამიტი გააერთიანებს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელოვან თემებს. საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 15-მდე საერთაშორისო ექსპერტი ეწვევა.

სამიტის მთავარი დანიშნულებაა ჯანმრთელობის ჰოლისტურ ზრუნვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, რადგან ხანგრძლივი და სავსე ცხოვრება სწორედ ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობის ერთობლიობით მიიღწევა.

ჯანმრთელობაზე ზრუნვის სამიტში გაერთიანებული 1000-მდე ადამიანისთვის ვიანი ინოვაციური ხედვების გაზიარებისა და უახლესი მიდგომების განხილვის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის.  სამიტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება: სესიები, სამედიცინო კონფერენციები, მასტერკლასები და სამუშაო შეხვედრები ჯანმრთელობაზე, ნუტრიციასა და სწორ კვებაზე, ცხოვრების აქტიურ წესსა და მის გავლენაზე.

პირველად საქართველოს აუდიტორიისთვის, ონლაინ ლექციებს ჩაატარებენ ისეთი წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები, როგორებიც არიან:

ნეირომეცნიერი რობერტ საპოლსკი; ფსიქოლოგი და ნეირომეცნიერი მერი ჰელენ იმორდინო იანგი; Google [X]-ის ყოფილი CEO და საერთაშორისო ბესტსელერების (Solve for Happy; Scary Smart ) ავტორი  მო გაუდატი; სამიტს ეწვევა ბუნებრივი ცხოვრების წესის ქოუჩი ტონი რიდლი. 

ორდღიანი სამიტი გააერთიანებს კლინიკურ სამედიცინო კონფერენციებს ონკოლოგიის, პედიატრიის, ინფექციის მართვის, ნეიროქირურგიის, ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის მიმართულებით. საქართველოს, ისრაელის, იაპონიის, შვეიცარიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბელგიის, რუმინეთის, სერბეთისა და ლიეტუვას წამყვანი სამედიცინო ექსპერტები, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი დარგის სპეციალისტებისთვის მოხსენებებს წაიკითხავენ კლინიკურ მიღწევებსა და მკურნალობის უახლეს მეთოდებზე.

ვიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სამიტი - www.vian.health 14-15 ოქტომბერს ჩატარდება და მას „სტამბა“ და Rooms Hotel Lab  უმასპინძლებს. ღონისძიების გენერალური სპონსორი და მთავარი თანამოაზრეა SOLO. პარტნიორები არიან - USAID, , Imedi L.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები