საქართველოში პირველად, 14 და 15 ოქტომბერს ვიანი ჯანმრთელობაზე ზრუნვის საერთაშორისო სამიტი თბილისში გამართა. ორი დღის განმავლობაში Stamba და Rooms Hotel Lab-ში სამიტის 1000-მდე მონაწილე ჯანმრთელობით დაინტერესებულ თანამოაზრეებს შეხვდა და ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე ინოვაციური ხედვები მოისმინა. სამიტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა: სესიები, სამედიცინო კონფერენციები, მასტერკლასები და ვორქშოპები ჯანმრთელობაზე, ნუტრიციასა და სწორ კვებაზე, ცხოვრების აქტიურ წესსა და მის გავლენაზე. ორდღიანი სამიტი ასევე გაერთიანდა კლინიკური სამედიცინო კონფერენციები ონკოლოგიის, პედიატრიის, ინფექციის მართვის, ნეიროქირურგიის, ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის მიმართულებით.