მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირველად საქართველოში Visa token სერვისი საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით დაინერგა

5861268e8cb8e
BM.GE
26.12.16 18:15
2335
კომპანიამ Visa საქართველოში Visa Token სერვისის დაწყების შესახებ განაცხადა; ეს ინოვაციური ტექნოლოგია უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს შექმნას და ხელს უწყობს ინოვაციების დანერგვას ელექტრონული კომერციისა და მობილური ტელეფონით გადახდის სფეროში. პირველად საქართველოში Visa Token სერვისი, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით დაინერგა.

Visa Token სერვისი საბანკო ბარათებზე მოცემულ ანგარიშსწორების ნომერს უნიკალური ციფრული იდენტიფიკატორით, ტოკენით ჩაანაცვლებს. იმის გამო, რომ ტოკენი არ შეიცავს მომხმარებლის ანგარიშის ისეთ დეტალებს, როგორიცაა16-ციფრიანი უნიკალური საბარათე ნომერი, მისი უსაფრთხოდ დარეგისტრირება შესაძლებელია ონლაინ სავაჭრო ობიექტებთან და მობილურ მოწყობილობებში; რაც ელექტრონულ კომერციასა და მობილური გადახდების განხორციელებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. ამ ახალი მომსახურების გამოსაყენებლად Visa-ს ბარათის მფლობელებმა უნდა იქონიონ NFC-ის(<Near field communication>) მქონე მობილური მოწყობილობები, რომელიც იყენებს Android-ის საოპერაციო სისტემას (4.4 ან შემდგომი ვერსია).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები