მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირველადი ინფორმაციით, "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირია შეჭრილი - შსს

632976161c29a
ინგა მურუსიძე
20.09.22 12:09
1961

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში, "საქართველოს ბანკზე" განხორციელებულ შეიარაღებულ შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან მობილიზებული არიან. 

პირველადი ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი. პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე,
მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. 

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ბანკში დაახლოებით 10-მდე მოქალაქე იმყოფება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები