პირველადი ტექინსპექტირების საფასური შესაძლოა 50%-ით გაიზარდოს. ტექინსპექტირების რეფორმის ფარგლებში სატარიფო ცვლილებებზე ტექინსპექტირების ცენტრების კავშირმა ეკონომიკის სამინისტროს უკვე მიმართა და ამ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ არსებული ტარიფი ჯერ კიდევ 5 წლის წინ დადგინდა და ის ცენტრების საოპერაციო ხარჯების ზრდის ფონზე დღეს უკვე არასაკმარისია. საუბარია, რომ მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში ტექმომსახურების ტარიფი 30 ლარით, ხოლო სატვირთო ავტომობილების შემთხვევაში დაახლოებით 30-50 ლარის ფარგლებში გაიზარდოს. რა არგუმენტები წარუდგინა კერძო სექტორმა ეკონომიკის სამინისტროს და რით ასაბუთებს ტექინსპექტირების ცენტრები სატარიფო ცვლილებების საჭიროებას?
სტუმარი: გიორგი შიოლაშვილი - ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი;