უმსხვილესმა საავტომობილო კომპანიამ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, თეგეტა ჰოლდინგმა, პირველმა საქართველოს საავტომობილო სექტორში, გუშინ, მდგრადობის პირველი ანგარიში წარადგინა. დოკუმენტი უკვე საჯაროა და ის ჰოლდინგის ვებ-გვერდზეა ატვირთული. ანგარიში 2023 წელს მოიცავს და აერთიანებს ინფორმაციას კომპანიის ღირებულებებისა და პრინციპების, მართვის სტრუქტურის, პასუხისმგებლობიანი ბიზნესსაქმიანობის ფარგლებში შემუშავებული პოლიტიკებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ. ანგარიში დეტალურად აჯამებს კომპანიის საქმიანობის სოციალურ და გარემოსდაცვით ზეგავლენებს და პასუხობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს.
სტუმარი: თათია ხორბალაძე - „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი