მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი არხი ახალი შენობის რემონტზე 41 მილიონ ლარს დახარჯავს - ტენდერი გამოცხადდა

630a0ac3e1df6
BM.GE
27.08.22 16:03
2092
საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე ახალი შენობის რემონტზე 41 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს - შესაბამისი ტენდერი ორგანიზაციამ უკვე გამოაცხადა. 

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კონტრაქტორმა ადგილზე სამუშაოები 14 თვის ვადაში უნდა დაასრულოს. 

"ქ. თბილისში ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი შენობის ელექტრო-მექანიკური სისტემების საინჟინრო სამუშაოების (II ეტაპი - გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალმომარაგება-კანალიზაციის, წყალარინებისა და ელექტრომომარაგება-სუსტი დენების სიტემები, ლიფტების მიწოდება-მონტაჟი) სახელმწიფო შესყიდვა,"- ნათქვამია ინფორმაციაში.

საზმაუს ახალი შენობას კომპანია "დაგი" აშენებს, რომელთანაც 2020 წელს 43.6 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. 

პარალელურად, საზმაუ მისი ძველი შენობის გაყიდვას გეგმავს და ობიექტი 2021 წელს 24 მილიონ დოლარად შეფასდა. თუმცა შენობა ჯერჯერობით გაყიდული არაა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები