გამოცხადდა პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული კონკურსი.
იგეგმება ახალი შენობის დაპროექტება, სადაც განთავსდება მთელი ტელევიზია - მათ შორის ნიუსრუმი, მედიაწარმოების ბლოკი, ადმინისტრაცია; მოეწყობა ხუთი სატელევიზიო პავილიონი, აშენდება სამსართულიანი პარკინგი, კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია.
წინადადებების მიღება 2017 წლის 25 სექტემბერს, 12.00 საათზე დასრულდება.
საკონკურსო განცხადება, დოკუმენტაცია და სხვა მასალები განთავსებულია შესყიდვების სააგენტოს საიტზე.
1tv.ge

























