მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი არხის შენობა 65 მილიონ ლარად იყიდება

6310a4b739d62
შოთა ტყეშელაშვილი
01.09.22 16:26
2912
პირველი არხი კოსტავას 68-ში მდებარე შენობას 65 მილიონ ლარად ყიდის - შესაბამისი აუქციონი დღეს გამოცხადდა.

უძრავი ქონება 33,209 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთისგან შედგება, რომელზეც 23,649 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობები არის განთავსებული.

განაცხადის თანახმად, 65 მლნ ლარი არის ამ პირველი არხის შენობის ფასი დღგ-ის გადასახადის გარეშე, ხოლო დღგ-ის ჩათვლით ფასი 76.7 მილიონი ლარია. აუქციონი 30 სექტემბერს სრულდება.

"Ქონების საწყისი ღირებულება შეადგენს 65 000 000 ლარს, დღგ-ს გარეშე. დღგ-ს ჩათვლით ქონების ღირებულება - 76 700 000 ლარი გადახდილი უნდა იქნას შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში

20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა

20% - არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა

7.5% - არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა

7.5% - არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა,"- ნათქვამია აუქციონის პირობებში.

პარალელურად, პირველმა არხმა გამოაცხადა 41-მილიონიანი ტენდერი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მშენებარე შენობის რემონტისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები