ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია შპს „ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ საქართველოში პირველ ავტორიზებულ "ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდს“ აფუძნებს. ფონდის პრეზენტაცია დღეს შედგა, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რას გულისხმობს ფორსაით ინვესტმენტ გრუპის მიერ დაფუძნებული ლარის ფონდი, ვინ შეძლებს ფონდით სარგებლობას და რა სარგებლის მიღების შესაძლებლობა უჩნდებათ როგორც ფიზიკურ ისე იურიდიულ პირებს?