16-25 ივნისს ჩინეთში შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი ჩატარდა. ფესტივალზე პლატფორმის Belt and Road ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ჩინეთთან ერთობლივი წარმოების და ქართული ფილმების ჩინურ ბაზარზე დისტრუბუციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
Belt and Road 26 ქვეყანას აერთიანებს, წელს კი პლატფორმას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი შეუერთდა.
ფესტივალის მსვლელობისას უკვე დაიწყო მოლაპარაკებები პირველი ჩინურ-ქართული კოპროდუქციის შესახებ. ფილმი რეალურ ისტორიაზე იქნება აგებული და იგი საქართველოში ჩაის კულტურის შემოსვლის შესახებ იქნება.

























