მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი ელექტრო თვითმფრინავი 2022 წელს დაიტესტება

5b0c42eed9631
ლევან თაღიაშვილი
29.05.18 11:00
1911

Boeing corporation 2022 წლისთვის გეგმავს პირველად დატესტოს თვითმფრინავი, რომელიც მთლიანად ელექტრო იქნება. ექსპერტების ვარაუდით, ეს იქნება ახალი სიტყვა ავიაციაში. კომპანია ამ კუთხით გაფართოებას გეგმავს და დაახლოებით, 100 ელექტრო თვითმფრინავის გამოშვებას აპირებს, რომელიც 12 მგზავრზე იქნება გათვლილი.

Bloomberg წერს, რომ თავდაპირველად, სანამ თვითმფრინავი სატესტო რეჟიმში იქნება, მას ჩვეულებრივი ძრავი კვლავ ექნება რეზერვისთვის.

ელექტრო ბატარეები, რომელიც საწვავის მაგივრობას გაწევს, თვითმფრინავს ფრთებში ექნება დამონტაჟებული. იდენტურ პროექტზე მხოლოდ Boeing Corporation არ მუშაობს, მისი განხორციელება ასევე სურს: Europe’s Airbus SE-ს, EasyJet Plc-ს, NASA-ს და სხვა.

შეგახსენებთ, რომ BP-ს მიხედვით, დედამიწას ნავთობის მარაგებთან დაკავშირებული პრობლემები დაახლოებით, 2050 წელს ექნება. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ნავთობზე მომუშავე ტექნოლოგიების აქტიური ჩანაცვლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები