ჯერ კიდევ გასულ კვირას, მსოფლიოში სულ ორი ადამიანი იყო, რომელთა ქონებაც 100 მილიარდ დოლარს აჭარბებდა: amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი 119 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივით და Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი 106 მილიარდი აშშ დოლარით; ორივე ამერიკელია და ორივემ თავისი ბიზნესი შეერთებულ შტატებში დაიწყო.
დღეიდან კი, ორკაციან სიას მესამეც დაემატა, ოღონდ - ევროპიდან. კომპანიათა ჯგუფის Louis Vuitton Moet Hennessy (LVMH) მფლობელი, 70 წლის ბერნარ არნო მესამე ადამიანია მსოფლიოში, რომლის ქონებამაც Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, 100,4 მილიარდ დოლარს მიაღწია.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ბერნარდ არნოს ჯამურმა აქტივებმა საფრანგეთის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით, 3% შეადგინა.
ბერნარდ არნომ კომპანია 1984 წელს დააფუძნა.

























