მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი Industry Talks 6 ნოემბერს! - BMG X BDO Digital

BMG და BDO Digital წელს ახალ ერთობლივ პროექტს, Industry Talks-ს იწყებენ, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერებს, ბიზნესის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლებს ერთ პლატფორმაზე გააერთიანებს. პროექტს გაგრძელებადი ფორმატი ექნება და ეტაპობრივად სხვადასხვა სექტორის გამოწვევებს, განვითარების შესაძლებლობებსა და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას დაეთმობა.

პირველი ღონისძიება, Industry Talks, 6 ნოემბერს, Pullman Tbilisi Axis Towers-ში გაიმართება და მისი მთავარი თემა რითეილისა და ტექნოლოგიური ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია იქნება. მთავარი აქცენტი გაკეთდება პროცესების ავტომატიზაციაზე, მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებზე, ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და იმ კომპანიების პრაქტიკულ გამოცდილებაზე, რომლებმაც ციფრული ტრანსფორმაციის გზა უკვე გაიარეს.

ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იქნება Bubble Blitz, განსხვავებული ფორმატის ინტერაქციული დისკუსია, სადაც ბიზნესლიდერები ერთმანეთს თამამ ხედვებს, განსხვავებულ პოზიციებსა და რეალურ გამოცდილებას გაუზიარებენ. რა მიზანს ემსახურება BMG-ისა და BDO Digital-ის ახალი ერთობლივი პლატფორმა. რატომ იწყება პროექტი სწორედ რითეილისა და ტექნოლოგიური სექტორით და რა პრაქტიკული შედეგების მიღებას ელიან ორგანიზატორები?

სტუმრები: ბექა ბაციკაძე - Industry Talks-ის წამყვანი;

მაია ხაჩიძე - BDO საქართველოს მმართველი პარტნიორი;

ლევან გიორგაძე - Bubblehead podcast-ის წამყვანი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები