მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი კონტაქტი განახლებულ ფორმატში რუსეთთან - რაზე მიანიშნებს თბილისის ხისტი განცხადებები?

პირველი კონტაქტი განახლებულ ფორმატში რუსეთთან - პოლიტიკის ექსპერტები ეჭვობენ, რომ თბილისის მხრიდან უთანხმოების დემონსტრირება შესაძლოა რუსეთ-საქართველოს დიალოგის უფრო მაღალ დონეზე აყვანის და შეხვედრების თბილისსა და მოსკოვში გამართვის მიზანს ემსახურებოდეს. პრემიერი კობახიძე რუსეთის მიერ ღვინის ქართულ კომპანიების შეზღუდვის უკან „დიპ სტეიტის” ინტერესებს ხედავს.

განახლებულ ფორმატში რუსეთთან პირველი კონტაქტი როგორც ჩანს მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა - პრემიერის ახალმა სპეც წარმომადგენელმა აღიარა, რომ ნაცვლად სანქციებისა და შეზღუდვების მოხსნის მოლოდინისა, რუსეთის წარმომადგენელ მიხეილ გალუზინმა კიდევ ორი კომპანიისთვის რუსეთში საქმიანობის შეზღუდვა დაუანონსა, რითაც გაოგნებულია. რაზე მეტყველებს და რა მიზანს ისახავს თბილისის მოულოდნელი ხისტი განცხადებები მოსკოვის მისამართით და შესაძლებელი იქნება თუა დიალოგის ძველებურად გაგრძელება?

სტუმარი: ვალერი ჩეჩელაშვილი - საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები