მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირველი მეღვინე ქალბატონები მსოფლიოში

59e2f4c020820
მარიამ ადამია
15.10.17 10:00
1267
ამბობენ, როცა ღვინის მზადებაში ქალები იღებენ მონაწილეობას, სასმელი გაცილებით უკეთესი გამოდისო. ფაქტი ისტორიულადაც დადასტურებულია და არსებული რეალობაა ისიც, რომ ქალების მიერ გაცილებით პროფესიონალურად ხდება დეგუსტაცია, რადგან ისინი მამაკაცებზე უკეთესად არჩევენ არომატებს ერთმანეთისგან. შედეგად კი, საბოლოო პროდუქტი გამოდის სუფთა და დასალევად სასიამოვნო.

თუკი მსოფლიოს მაგალითებს გადავხედავთ, რუკაზე საკმაოდ ბევრი ქვეყანაა, სადაც ქალებმა საკუთარი სიტყვა თქვეს ღვინის ინდუსტრიაში. მათ შორის არის საფრანგეთი, სადაც პირველად აღიქვეს მეღვინე ქალი სერიოზულად. ისტორია კი, ომიანობის პერიოდში იწყება, როდესაც მამაკაცების სიკვდილიანობა მაღალი იყო. სწორედ ასე მოხდა კამილა ოლრი რიოდერერის შემთხვევაშიც, რომელმაც ღვინის წარმოება ქმრის გარდაცვალების შემდეგ ითავა. ბიზნესის დაწყება მარტივი არ ღმოჩნდა, თუმცა შრომის შედეგად, იმ დროისთვის მის საკუთრებაში არსებული ვენახების რაოდენობა რამდენიმე თვეში კიდევ უფრო გააფართოვა და შეიქმნა ბრენდიც, სახელწოდებით ლუის როიდერერი, რომელიც დღემდე უმსხვილეს მწარმოებლად ითვლება მსოფლიოში.

კიდევ ერთი ქალი, რომელმაც ამ სექტორში სცადა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია და რომელიც მტკიცე ხასიათითა და დიდი ენთუზიაზმით შეუდგა მამის მიერ დაწყებული საქმის ღირსეულად გაგრძელებას, ეს ლაუ ბიზ-ლერუაა. ქალბატონი ბურუნდიდან, რომელიც Domaine Leroy-ის სახელის ქვეშ ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებული ღვინის სახეობებს აერთიანებს. ამბობს, რომ მოღვაწეობა 23 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა ინტერესს ბავშვობიდან ავლენდა და გარკვეულწილად ყოველთვის იყო ღვინის წარმოებაში ჩართული. ლეროუს მეთოდის მთავარი საიდუმლო ბიოდინამიკაა, მისი მთავარი ამოსავალი კი ბუნების გაგება და ენერგიის სწორად გამოყენება სახელდება.

რაც შეეხება რეიტინგს, რიგით მესამე ქვეყანა და ღვინის სექტორში მიჩნეული ლეგენდარული ქალბატონი - კიარა სოლდატია იტალიიდან. დაახლოებით 40 წლის წინ, იმ დრო, როდესაც ქალების მთავარი მოვალეობა/ვალდებულება ბავშვების აღზრდა და მეუღლეზე ზრუნვა იყო, კიარამ საკუთარი საქმე დაიწყო და თანაც იმ პერიოდისთვის ქალებისთვის საკმაოდ უჩვეულოც - მეღვინეობა. მთავარი მიზანი ბაბუის დანატოვარი მემკვიდრეობის ღირსეულად გამკლავება და მსოფლიო დონის ღვინის შექმნა იყო. მიზანი მიღწეულია და კიარამ შექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც დღეს იტალიის სიმბოლოდ არის მიჩნეული. ლეგენდარული ქალბატონების ჩამონათვალი ისტორიულად დიდი არ არის, თუმცა მათ საკუთარი სათქმელი ნამდვილად თქვეს ღვინის სამყაროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები