მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირველი ოფიციალური მონაცემებით, ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტი" 57%-ით ლიდერობს - ცესკო

პაშინიანი

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების პირველადი ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის შეჯამებულია 110 საარჩევნო უბნის მონაცემები, სადაც კენჭისყრაში მონაწილეობა სულ 19 654-მა ამომრჩეველმა მიიღო.

გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ხმების უმრავლესობით (57.14%) პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ ლიდერობს. მეორე ადგილზეა ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ 21.43%-ით.

ხმები პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ამ ეტაპზე შემდეგნაირად გადანაწილდა:

პოლიტიკური სუბიექტი ხმების რაოდენობა პროცენტული წილი
„სამოქალაქო კონტრაქტი“ (ნ. ფაშინიანი) 11 073 57.14%
ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ 4 152 21.43%
ბლოკი „სომხეთი“ 1 590 8.21%
„აყვავებული სომხეთი“ 988 5.10%
„ერთიანობის ფრთები“ 488 2.52%
„დემოკრატია, კანონი, დისციპლინა“ 231 1.19%
სომხეთის მერიტოკრატიული პარტია 188 0.97%
„ყველას წინააღმდეგ“ 166 0.86%
რეფორმისტული პარტია „ახალი ძალა“ 113 0.58%
„რესპუბლიკა“ 94 0.49%
„განათლებული სომხეთი“ 88 0.45%
„დემოკრატიის დამცველთა ბლოკი რესპუბლიკისათვის“ 45 0.23%
„დემოკრატიული კონსოლიდაცია“ 40 0.21%
„ეროვნულ-დემოკრატიული პოლუსი“ 34 0.18%
„სომხეთის ეროვნული კონგრესი“ 30 0.15%
„რეფორმისტების პარტია“ 22 0.11%
ქრისტიან-დემოკრატიული პარტია 19 0.10%
„ქოჩარი: ეროვნული აღორძინება და ერის გამოღვიძება“ 17 0.09%

სომხეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ მონაცემების განახლებისა და ხმების დათვლის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები