მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი პრემიუმ საცხოვრებელი უბანი შავი ზღვისპირეთში - VR Holding-ის პროექტი

64a56b6e09869
ვიქტორია მღებრიშვილი
06.07.23 09:00
2153
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია VR Holding-ი შავი ზღვისპირეთში პრემიუმ კლასის ვილების საცხოვრებელი უბნის პროექტს აანონსებს და მშენებლობას იწყებს.

VR Shekvetili Forest-Beach - ასე ეწოდება პირველ პრემიუმ კლასის მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც შეკვეთილში სასტუმრო Paragraph Ressort & Spa Shekvetili-ს მომიჯნავედ აშენდება და მოეწყობა.

პროექტის მიხედვით 40 ჰა-ზე განთავსებულ მულტიფუქნციურ კომპლექსში 5 ჰა-ზე საცხოვრებელი კომპლექსი 40 ვილები განთავსდება და პროექტი სარეკრეაციო, გასართობ და სარელაქსაციო სივრცეებს გააერთიანებს. ვილის პოტენციური მფლობელები 1 კმ-ზე გადაჭიმული წიწვოვანი პარკით, რესტორნებით, კაფე-ბარებით, სპა და ველნეს სერვისებით სარგებლობას შეძლებენ. პროექტის პირველი ფაზის განხორციელება ასევე ღია და დახურული საცურაო აუზების მოწყობას მოიცავს, რომლებსაც ყვითელი ქვიშის სანაპიროები ექნება. კომპლექსი ინფრასტრუქტურულად მოეწყობა.



მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსში 3 ტიპის ვილები განთავსდება, აქედან:

Forest-Beach Villas სანაპიროს პირველ ზოლში განთავსდება და თითოეულ მათგანს 2 400 კვ.მ-ის მიწის ფართობი დაეთმობა. ვილის საშუალო ფართობი კი 550 კვ.მ. იქნება.

VIP ვილები სანაპიროს მეორე ზოლში განთავსდება და 815 კვ.მ.-მდე ეზო, ვილის საერთო ფართი კი 446 კვ.მ. იქნება

Premium ვილები მესამე ზოლში აშენდება. ამ ტიპის ვილებს 570-დამ 790 კვ.მ.-მდე ფართის ეზო და 288 საცხოვრებელი ფართი ექნება.

დეველოპერული პროექტის ლიმიტირებული რაოდენობის VR Forest~Beach ვილების გაყიდვები უკვე დაწყებულია და მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსში პრემიუმ კლასის ვილების შეძენა მსურველებს უკვე შეუძლიათ.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები