მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი ქართული მუსიკალური მაღაზია 25 წლის გახდა

ფფ
BM. GE
07.10.23 12:00
100

პირველი ქართული მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია, MIFASI რომელიც ბევრ თქვენგანს შეიძლება ბავშვობასაც ახსენდებეს, 7 ოქტომბერს 25 წლის იუბილეს აღნიშნავს.

კომპანია 1998 წლის 7 ოქტომბერს დაარსდა, როგორც მუსიკალური ინსტრუმეტების პირველი მაღაზია საქართველოში. 90-იანების საქართველოში მუსიკოსებისთვის და უბრალოდ, მუსიკის მოყვარული ადამიანებისთვის ეს იყო ერთგვარი ნათელი წერტილი და თავშეყრის ადგილი. დაარსების დღიდან MIFASI მუდმივად იცვლებოდა, ვითარდებოდა და მომხმარებელს სიახლეებს სთავაზობდა.

MIFASI-ს სახელს უკავშირდება სხვადასხვა სატელევიზიო პროექტები და ფესტივალები, როგორიცაა, როკ-ფესტივალი „მზიური“ , ფესტივალი „არტ-გენი“ და „open-air“-ი და სხვა.

ამ უკანასკნელთან თანამშრომლობას კომპანია დღემდე აგრძელებს. მუსიკალური ინსტუმენტების პარალელურად, MIFASI პრფესიონალური გახმოვანება-განათების გაქირავების მიმართულებითაც მუშაობდა. ხოლო, 2000 წლიდან კომპანიამ ბაზარს შესთავაზა სრულიად ახალი მიმართულება: პროფესიონალური გახმოვანება-განათების პროექტის მომზადება, აპარატურის ინსტალაცია და ტექნიკური ინტეგრაცია.

ამ მიმართულებით დღემდე MIFASI-ს გუნდს შესრულებული აქვს 1500-ზე მეტი მცირე, საშუალო თუ მასშტაბური პროექტი. კომპანია დაარსების დღიდან, ისეთი მსოფლიო ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში როგორებიცაა: MARTIN AUDIO, EQUIPSON, ECLER, QSC, QPRO, GONSIN, Ritmuller, Pearl River და ა.შ.

2020 წელს პანდემიისას, კომპანიასა და მის გუნდს მოუწია ახალ ბიზნეს-გარემოში ადაპტაცია და ახალი მიზნების დასახვა. ამიტომ, კომპანიამ საქმიანობის ძირითად სფეროდ პროექტირება და შემდგომ მისი სრულად განხორციელების გზა აირჩია.

შესაბამისად, MIFASI-ს სერვისების სფეროა გახმოვანება-განათება, საკონფერენციო სისტემები, ლედ ეკრანები, მონიტორინგის სისტემები.

სამომხმარებლო სპექტრი მოიცავს: სასტუმროებს, რესტორნებს, საკონცერტო და საკონფერენციო დარბაზებს, სპორტულ კომპლექსებს და ა.შ. რაც შეეხება მუსიკალურ ინსტრუმენტებს, მათ მიწოდებას კომპანია ახდენს მუსიკალურ დაწესებულებებში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მეთლი საქართველოს მასშტაბით.

მნიშვნელოვანია, სპორტულ კომპლექსებზე საუბრისას აღვნიშნოთ, რომ მიფასი ქართულ ბაზარზე ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც დაკმაყოფილებული აქვს სამი მსოფლიო სპორტული სტანდარტის მოთხოვნა.

ესენია: UEFA სტანდარტი- დინამო არენა, FIBA სტანდარტი - თბილისის ოლიმპიური სასახლე, FINA სტანდარტი - ქუთაისის ოლიმპიური აუზი.

დღეს მიფასის როგორც ყველაზე გამოცდილ კომპანიას ბაზარზე, თამამად შეუძლია თქვას, რომ ის არის ლიდერი კომპანია აუდიო-ვიზუალური ტექნოლოგიბის

ინტეგრაციის სფეროში. მისთვის და მისი გუნდისთვის მასშტაბური პროექტის შესრულება, ასოცირდება სითამამესთან, თავდაჯერებულობასთან და ინოვაციების დანერგვასთან. ხოლო, თანამედროვე აუდიო-ვიზუალური ტექნოლოგიების გამოყენება ეხმარება ბიზნეს-სექტორს კლიენტების მოზიდვაში, ბიზნესის განვითარებაში და შემოსავლის გაზრდაში.

MIFASI-ს შესახებ სრულ ინფორმაციისა და პორთფოლიოს სანახავად უნდა ეწვიოთ მათ საიტს: www.mifasi.ge

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები