მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი ქართული ციფრული დონაციის პლატფორმა Rize.Ge 3 ივნისიდან გააქტიურდება

rize

პირველი ქართული ციფრული დონაციის პლატფორმა Rize.ge 3 ივნისიდან გააქტიურდება. ამის შესახებ BM.GE-ს სტარტაპის თანადამფუძნებელმა, ხატია ჟღენტმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, პროექტის მიზანი იუთუბერებისთვის, ინფლუენსერებისა თუ საჯარო ფიგურებისთვის, რომლებსაც სურთ ე.წ. crowdfunding - ის დახმარებით კონტენტი განავითარონ, მათთვის ფინანსური უზრუნველყოფის შექმნაა.

„ბაზრის კვლევა ჩავატარეთ, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა, რომ ინფლუენსერებს თუ კონტენტ კრეატორებს მსგავსი პლატფორმის დანაკლისი ჰქონდათ და უწევდათ უცხოური პლატფორმის გამოყენება, რომელიც საქართველოს ბაზრისთვის ადაპტირებული არ არის.

ცოტა ხნის წინ GITA-ს 25 000 ლარიანი გრანტი მოვიპოვეთ, რომლითაც პროგრამულ უზრუნველსაყოფად და კონტენტის შესაქმნელად გამოვიყენებთ. ამასთან, საჭირო ტექნიკის შესაძენადაც, რადგან, როდესაც კონტენტ კრეატორი კონკრეტული მიზნისთვის ჩვენს პლატფორმას გამოიყენებს, მასთან შემდეგ ინტერვიუს ჩავწერთ და შედეგს გადავიღებთ, რაც ტექნიკურ უზრუნველყოფას საჭიროებს.

ამ ეტაპზე, პლატფორმა გენერირების პროცესშია. ამასთან, ვაკეთებთ ბრენდის სტრატეგიას და ვაგრძელებთ ბაზრის კვლევას, რადგან ჩვენი სერვისის მომხმარებელი ადამიანების რაოდენობა გავზარდოთ. ამ პროექტის გარშემო 2 ადამიანი ვართ გაერთიანებული. ამჟამად, პლატფორმაში 90 ადამიანს ვაერთიანებთ,“- განაცხადა ჟღენტმა.

მისივე ცნობით, პლატფორმაზე განთავსებული კონტენტ კრეატორები გადასახადისგან სრულიად თავისუფლები არიან, თუმცა იმისათვის, რომ კომპანიამ თავი შეინახოს, დონაციის მსურველს საკომისიოს სახით 10% ჩამოეჭრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები