მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირველი ქართველი მრბოლელი ბრიტანული ფორმულა 4-ის პოდიუმზე

ახალი სიტყვა ქართულ ავტოსპორტში - მათე კობახიძე პირველი ქართველი მრბოლელია, რომელმაც ბრიტანული ფორმულა 4-ის ჩემპიონატზე ქულების მოპოვება და პოდიუმზე ასვლა შეძლო. III ადგილი Rookie ჩათვლაში და TOP 10 საერთო რეიტინგში - 15 წლის მათემ დონინგტონ პარკის რთულ და კონკურენტულ გარემოში, უმაღლესი შედეგები აჩვენა. ახალგაზრდა სპორტსმენის 2026 წლის სარბოლო სეზონის მხარდამჭერი „თეგეტა მოტორსია“. ავტოსპორტის მხარდაჭერა და სპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრებაში ხელშეწყობა კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. „თეგეტა მოტორსში“ მიაჩნიათ, რომ მსგავსი ტიპის ჩართულობით კერძო სექტორის წარმომადგენლებს ქართული სპორტის სტრატეგიულ განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლიათ. „თეგეტა მოტორსი“ მათე კობახიძის წარმატების გზაზე მხარდაჭერას, სარბოლო სეზონის მომდევნო ეტაპებზეც გააგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები