მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირველი საფეხურები ევროზონაში გაწევრიანებისთვის – ხორვატია პროცესებს იწყებს

5d2465695ae28
მიხეილ ხაჩიძე
09.07.19 21:40
1307
ხორვატია ევროზონაში გაწევრიანების პროცესს იწყებს. შესაბამისი წერილით ქვეყნის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ევროჯგუფის თავმჯდომარეს უკვე მიმართა.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ხორვატია მზადაა შეუერთდეს სავალუტო კურსების ევროპულ მექანიზმს (ERM II), რაც ევროზონაში გაწევრიანების საწყისი მთავარი საფეხურია.

ქვეყანამ, სულ მცირე, 2 წელი უნდა მიიღოს მონაწილეობა სავალუტო კურსების ევროპულ მექანიზმში, სანამ სახელმწიფოში ვალუტად ევრო გამოცხადდება. სწორედ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ხორვატიის ევროკავშრიში გაწევრიანებაც. ხორვატიის ცენტრალური ბანკის ვარაუდით, ქვეყანა ევროზე 2023 წელს გადავა. 

ხორვატიის ცენტრალური ბანკის გამოკითხვით, მოქალაქეთა 52% ევროზე გადასვლის მომხრეა, ხოლო წინააღმდეგ 40% გამოდის.

ამ დროისთვის, ხორვატიის ეროვნული ვალუტა კუნაა, 1 ევროს ღირებულება კი 7.39 კუნას შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები