მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირველი სპორტული E-commerce პლატფორმა საქართველოში - რას სთავაზობს Hubs.ge მომხმარებელს?

hubs.ge

Hubs.ge არის პირველი ქართული სპორტული e-commerce პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს წამყვანი სპორტული ბრენდების: NIKE, ADIDAS, PUMA, MACRON-ის ოფიციალურ პროდუქციასა და სწრაფი მიტანის სერვისს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომპანია MACRON-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია ბოლო წლების მანძილზე, ხოლო სხვა ბრენდებთან კოლაბორაცია 2024 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო.

HUBS-ის კონცეფცია დაფუძნებულია წარმოადგინოს სრულიად ქართული სპორტის მერჩენდაიზინგი, გააერთიანოს ერთ სივრცეში და ხელმისაწვდომი გახადოს ის სპორტის გულშემატკივრებისთვის. ჩვენი პლატფორმა, ასევე, წარმოგიდგენთ პროფესიონალი სპორტსმენების ეკიპირებასა და ფეხსაცმელს ინდუსტრიის წამყვანი ბრენდებისგან. გარდა სპორტული ხაზისა, HUBS-ი თავის მომხმარებელს სთავაზობს ყოველდღიური ფეხსაცმლის ფართო ასორტიმენტს: ქალების, მამაკაცებისა და ბავშვებისთვის.

Hubs.ge ამ დროისთვის წარმოდგენილია ორი ფიზიკური სივრცით, რომელიც აერთიანებს MACRON SPORTS HUB TBILISI-სა და HUBS-ის შოუ-რუმს.

MACRON SPORTS HUB TBILISI’ 2024 წლის აგვისტოში გაიხსნა და ერთადერთი შოუ-რუმია ამიერკავკასიაში. კონცეფცია გათვალისწინებულია კორპორაციული კლიენტების მასპინძლობისთვის, როგორც საქართველოდან - ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებიდან, როგორიცაა: სომხეთი და უზბეკეთი. მიუხედავად იმისა, რომ MACRON SPORTS HUB TBILISI შოუ-რუმია, ის ღიაა ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ შეიძინონ MACRON-ის ნებისმიერი პროდუქცია, მათ შორის: საქართველოს ფეხბურთისა და რაგბი ეროვნული ნაკრების ფორმები.

MACRON SPORTS HUB მოიცავს დიდ ლაბორატორიას, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი ხარისხის ქსოვილზე ბეჭდვა.

HUBS-ის შოუ-რუმი მოიცავს გადასაღებ სივრცეს, ფოტო და ვიდეო კონტენტის შესაქმნელად, სპორტული კლუბებისთვის.

კომპანია 2025 წელს ახალი ფიზიკური მაღაზიების გახსნას თბილისსა და ბათუმში გეგმავს. ამასთან, პლატფორმის სხვადასხვა ბრენდებით გამრავალფეროვნებაა დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები