მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pirveli Winery ამერიკის ბაზარზე შესასვლელად ემზადება

მეღვინეობა პირველი

მიმდინარე წლიდან ქართულ ბაზარზე ღვინის მწარმოებელი ახალი კომპანია “პირველი” გამოჩნდება, რომელიც პრემიუმ კლასის 4 სახეობის ქვევრისა და კლასიკურ ღვინოს აწარმოებს. მეღვინეობის საექსპორტო გეგმებზე BM.GE-სთან მისი აღმასრულებელი დირექტორი, ირინა წერეთელი საუბრობს.

“30 ჰექტარ მიწაზე 4 სახეობის ყურძენს, საფერავს, ქისს, მწვანესა და ხიხვს, ეკომეგობრულად ვზრდით, რაც იმას ნიშნავს, რომ ქიმიკატებით შეწამვლის გარეშე მოგვყავს. იქვე გვაქვს 300 ტონის ტევადობის ქარხანა, სადაც გოგი დაქიშვილი, ღვინის ერთ-ერთი საუკეთესო ტექნოლოგი გვიმზადებს ღვინოს.

საუბარია პრემიუმ კლასის ღვინოზე, რომელიც საქართველოში მცირე რაოდენობით მხოლოდ ღვინის მაღაზიებში გაიყიდება, დარჩენილი ნაწილი კი, უკვე ვმუშაობთ, რომ ამერიკის ბაზარზე იყოს წარდგენილი”, - ამბობს ირინა წერეთელი.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ამერიკაში მოლაპარაკებებს წარმატებით ახორციელებს. Pirveli Winery-ის აღმასრულებელი დირექტორის ცნობით, მათი პირველი ბოთლი კონგრესის ბიბლიოთეკაში უკვე განთავსდა.

კომპანიის ვენახები და საწარმო კახეთში, სოფელ გულგულათში, მდინარე ალაზნის ველზეა გაშენებული. ღვინო, რომლის რეალიზებასაც მეღვინეობა “პირველი” წელს დაიწყებს, რვაწლიანი ვენახის 2022 წლის მოსავლისგანაა დამზადებული. აღსანიშნავია, რომ კომპანია ყურძნის ხარისხს ერთ ჰექტარზე 4-5 ტონა ყურძნის მოყვანით ინარჩუნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები