მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირველკლასელებს კომპიუტერებით UGT უზრუნველყოფს

5aaf7ddd3fea2
თამუნა დემეტრაშვილი
19.03.18 13:02
808
პირველკლასელებს კომპიუტერებით კომპანია UGT უზრუნველყოფს. ელექტრონულ ტენდერში, რომელიც ახლახანს დასრულდა, "იუჯითიმ" კონკურენტ ,,ალტაზე“ 1 ლარით ნაკლები შესთავაზა შემსყიდველს, რის საფუძველზეც კომპანია აუქციონში გამარჯვებულად ითვლება. სამ რაუნდად ჩატარებული აუქციონის შედეგად საბოლოო ფასი 55 050 ცალი ლეპტოპისთვის 20,108,999 ლარი დაფიქსირდა, მაშინ როცა ,,ალტას“ 20,109,000 ლარიანი შეთავაზება ჰქონდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ვაჭრობის შედეგად საწყისი ფასი რომელიც 22,8 მილიონი ლარი იყო, 2,7 მილიონით შემცირდა. მოსწავლეებისათვის კომპიუტერების მიწოდება გასულ წელსაც კომპანია ,,იუ ჯი თიმ" უზრუნველლყო, შარშან მათგან სახელმწიფომ Acer-ის 53 ათას 700 ათასი ცალი ,,ლეპტოპი" შეიძინა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები