მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პიტ მონდრიანის ტილო აუქციონზე გავა - სავარაუდო ფასი $30 მილიონია

Composition with Red and Blue
11.11.25 23:38
316

ავტორი: სალომე ზაალიშვილი

დანიელი მოდერნისტის, პიტ მონდრიანის ნამუშევარი სახელწოდებით კომპოზიცია წითელით და ლურჯით (Composition with Red and Blue) Christie’s-ის აუქციონზე ნიუ იორკში 17 ნოემბერს გავა, სავარაუდო ფასი 20-დან 30 მილიონ აშშ დოლარამდეა.

ნახატი ბოლოს 1983 წელს გაიყიდა, Christie’s-ის აუქციონზე მისი საბოლოო ღირებულება 799,500 აშშ დოლარი იყო. ინფლაციის გათვალისწინებით, თუ ნახატის სავარაუდო ფასი რეალიზდება ეს დაახლოებით 8%-იანი წლიური სარგებელია დღევანდელი მფლობელისთვის.

კომპოზიცია No.II (Composition No. II)

მონდრიანის ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარია 2022 წელს Sotheby’s-ის აუქციონზე გაყიდული 1930 წელს შესრულებული კომპოზიცია No.II (Composition No. II), რომლის საბოლოო ღირებულებაც 51 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. მიმდინარე წლის რეკორდი კი, Christie’s-ის აუქციონზე გაყიდულ ნამუშევარს - Composition with Large Red Plane, Bluish Gray, Yellow, Black and Blue ეკუთვნის, მისის საბოლოო ღირებულება 47.6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

მონდრიანის 2023-2024 წლებში გაყიდული ნამუშევრების ჯამურმა ღირებულებამ 16.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, წლევანდელი მონაცემებით მონდრიანი შეიძლება ითქვას უჩვეულო პოპულარობით სარგებლობს ბაზარზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები