მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პიტერ ფიშერი: გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას, ეს საჯაროდ განვაცხადე და საპირისპიროს მტკიცება არასწორია

პეტერ ფიშერი

გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას, ეს საჯაროდ განვაცხადე და საპირისპიროს მტკიცება არასწორია, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა განაცხადა.

როგორც მან პლატფორმა X-ზე დაწერა, ის ესაუბრა ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრს, რომელმაც მის ელჩის მიმართ, გერმანიის მთავრობის სრული მხარდაჭერა გამოხატა.

"კარგი საუბარი მქონდა ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრ გიუნტერ კრიხბაუმთან. დიდი შეშფოთება გამოხატა საქართველოს გეზთან დაკავშირებით. სრული მხარდაჭერაა გერმანიის მთავრობის მხრიდან ჩემი, როგორც ელჩის მიმართ. რა თქმა უნდა, გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას. ეს საჯაროდ განვაცხადე საქართველოში. საპირისპიროს მტკიცება არასწორია, სიმართლე არ არის“, - წერს დიპლომატი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები