მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Pitstop Moto Georgia - ჰობიდან ბიზნესს პროექტამდე

62a9954d188f2
BM.GE
15.06.22 11:41
2828
Pitstop Moto Georgia-ს დაარსება ორი მოტომოყვარული მეგობრის იდეაა. 2014 წელს ჰობი ბიზნესს საქმიანობად იქცა და რვა წელიწადია, რაც ქართველ მომხმარებელს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების, საუკეთესო ხარისხის მოტოტექნიკასა და ეკიპირებას სთავაზობს.

"პიტსტოპ მოტოს" მაღაზია, თბილისში, მიზერული ბიუჯეტით, სამი დასახელების 15 პროდუქტით გაიხსნა. დღეს კი შოურუმში 9000 - მდე დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი. მაღაზია 36 ბრენდთან თანამშრომლობს და ექსკლუზიურად საქართველოში 30 საერთაშორისო კომპანიას წარმოადგენს, მათ შორისაა:

Piaggio Group
Alpinestars
Rev’it
Acerbis
Shoei
Nexx
Bell
Pirelli
Metzeler
RK Takasago
K&N
NGK

რატომ "პიტსტოპ მოტო"?

მოტომოყვარულთათვის, ვისთვისაც უსაფრთხოება და ხარისხი უმნიშვნელოვანესია, "პიტსტოპ მოტოში" საუკეთესო ხარისხის, ცნობილი ბრენდების პროდუქციის ყველაზე ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი.

პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა სეგმენტისთვის და მოიცავს როგორც დაბალბიუჯეტიან, ისე ძვირადღირებულ მოტოტექნიკასა და ეკიპირებას. მოტოტექნიკა, მეტწილად, იტალიიდან, საფრანგეთიდან, პორტუგალიიდან და გერმანიიდან ჩამოდის, გარკვეული ნაწილი კი იაპონიიდან და ჩინეთიდან. რაც შეეხება, ეკიპირებას, ევროპის სხვადსხვა მაღაზიებიდან მარაგდება. "პიტსტოპ მოტოს" მაღაზიაში წარმოდგენილი ეკიპირების ნაწილები ორიგინალია და თითოეულ მათგანს აქვს სერთიფიცირების აღმნიშვნელი ნიშანი CE, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისოდ აღიარებულ უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებს.

აღსანიშნია ისიც, რომ პიტსტოპში პროდუქციის შეძენა იმაზე იაფადაა შესაძლებელი, ვიდრე უცხოურ ონლაინ თუ ფიზიკურ მაღაზიებში.


მოქნილი სერვისები


შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ მაღაზიაში და უზრუნველყოფილია მისამართზე სწრაფი მიტანის სერვისი, მათ შორის რეგიონებში.

მაღაზიაში დაგხვდებათ მეგობრული კომპეტენტური და ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებული კონსულტანტები, რომლებიც ენთუზიაზმით დაგეხმარებიან პროდუქციის სწორად შერჩევაში განსაზღვრული ბიუჯეტის გათვალისწინებით.


მთავარი ღირებულება

მაღალი ხარისხი - ის, რაც არასდროს შეიცვლება!

დაარსებიდან დღემდე, მცირე ბიუჯეტის გამო, გაყიდვები ბევრჯერ ყოფილა წარუმატებელი, თუმცა მისი სტიმულირების მიზნით, გაყიდვაში არასდროს ყოფილა იაფფასიანი, უხარისხო ჩინური პროდუქცია, რადგან დამფუძნებლების პრინციპული გადაწყვეტილებით, ხარისხი არასდროს იცვლება, როგორი რთულიც არ უნდა იყოს მისი შენარჩუნება. "პიტსტოპ მოტო" არის ბრენდი, რომელიც ღირსეულ კონკურენციას უწევს ქართულ ბაზარზე არსებულ კომანიებს.



მიზნები

კომპანიის წარმატებული მომავალი მხოლოდ ხარისხის შენარჩუნებასა და დაუღალავ შრომაზე გადის. ათი ადამიანისგან შემდგარი გუნდის მთავარ ამოცანად ცნობიერების ამაღალება და საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობაა.

"პიტსტოპ მოტო", მოტო ფედერაციასთან ერთად, სატრანსპორტო მოძრაობის განსატვირთად, ორ ბორბლიანი ტრანსპორტისა და უსაფრთხო მგზავრობის პოპულარიზაციის მიზნით, აქტიურ კამპანიებშია ჩართული.

მალე, თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისში ქუჩის მძღოლის ჩემპიონატი ჩატარდება, სადაც გამარჯვებულს თბილისის მერია დააჯილდოვებს. პროექტი, წლის ბოლომდე, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ჩატარდება. დამფუძნებლების ოთარ ბიბილეიშვილისა და გიორგი ჩიქოვანის თქმით, მგავსი ტიპის პროექტები სამომავლოდ, მოტო სამყაროს მომხმარებელთა სეგმენტს მნიშვნელოვნად გააფართოვებს და ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მოტოს მართვის კულტურასა და უსაფართხოების მკაცრად დაცვის აუცილებლობაზე.
(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები