"საქართველოში აქცენტი უნდა გაკეთდეს ყველაზე დაბალი მიღწევის მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებაზე", - ნათქვამია ბოლო საერთაშორისო კვლევის ეროვნულ შეფასებაში, რომელშიც საქართველოს მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრში ამბობენ, ზოგადი განათლების სისტემა ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვანი ზრდასრული ცხოვრებისთვის საჭირო საბაზო კომპეტენციების გადაცემას და ეს პრობლემა მოსწავლეების ნახევარს აქვს.
ერთ-ერთი რეკომენდაცია, რაც PIZA-ს ბოლო ანგარიშის შეფასებაში ჩაიწერა - სკოლებს შორის სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრაა. მაგალითად, ერთ-ერთ მიდგომად დასახელებულია სოფლის სკოლებში ბიბლიოთეკებისა და ელ. რესურსების გაძლიერება. ასევე სკოლის შენობების გამოყენება გამოფენებისთვის, კინოჩვენებებისთვის და არაფორმალური განათლების სხვა სახეებისთვის. სკოლებს რეკომენდაცია მიეცათ მართვის განსხვავებული სტილი გამოიყენონ, იმის მიხედვით, თუ როგორ მიღწევებს აჩვენებენ მათი მოსწავლეები.

























