მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Pizza Hut - ამერიკული ბრენდი საქართველოში ფართოვდება

Pizza Hut
14.04.26 14:13
285

Pizza Hut მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული პიცის ბრენდია, რომელიც 1958 წელს ამერიკაში დაარსდა. ბრენდმა ათწლეულების განმავლობაში შეძლო მომხმარებლის ნდობის, მაღალი სტანდარტისა და გამორჩეული გემოს დამკვიდრება. დღეს Pizza Hut წარმოდგენილია 110 ქვეყანაში და აერთიანებს დაახლოებით 20 000 რესტორანს მსოფლიოს მასშტაბით. რესტორნების რაოდენობის მიხედვით გლობალურ რეიტინგში Pizza Hut მხოლოდ ისეთ უდიდეს ბრენდებს ჩამორჩება, როგორებიც არიან McDonald’s, Burger King, KFC და Starbucks. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მასშტაბს, სიძლიერესა და საერთაშორისო აღიარებას.

საქართველოშიც Pizza Hut უკვე კარგად ცნობილი და მზარდი ბრენდია. ამ ეტაპზე ქვეყანაში ფუნქციონირებს 5 რესტორანი, რომელთაგან 4 თბილისში მდებარეობს, ხოლო 1 — ბათუმში.
კომპანიის განვითარების გეგმის მიხედვით, 2026 წელს საქართველოში კიდევ 2 ახალი რესტორანი დაემატება. ეს ქსელი ბაზარზე პრემიუმ კატეგორიაში პოზიციონირდება და მათი მთავარი უპირატესობა არის სტაბილური ხარისხი, გამორჩეული რეცეპტები და სერვისის ერთიანი სტანდარტი.

საქართველოში ბრენდის ფასები საშუალოდ 20-დან 40 ლარამდე მერყეობს, რაც სრულად შეესაბამება პრემიუმ სეგმენტს. ეს არის არჩევანი მათთვის, ვინც ეძებს არა მხოლოდ პიცას, არამედ ხარისხიან და სანდო გამოცდილებას.

Pizza Hut განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ინგრედიენტების ხარისხს. საქართველოში გამოყენებული პროდუქცია შემოდის მხოლოდ ევროპული ქვეყნებიდან. მათ შორისაა დანია, პოლონეთი და ირლანდია, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ბრენდის მიმართ ნდობას. ევროპული წარმოშობის ინგრედიენტები უზრუნველყოფს როგორც უსაფრთხოებას, ისე გემოს მუდმივ ხარისხს. სწორედ ეს მიდგომა განასხვავებს Pizza Hut-ს ბაზარზე არსებული მრავალი სხვა შეთავაზებისგან.

Pizza Hut საქართველოში აერთიანებს ამერიკულ მემკვიდრეობას, ევროპულ ხარისხს და საერთაშორისო სტანდარტს. სწორედ ამიტომ, ბრენდი სულ უფრო მყარად იმკვიდრებს თავს, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული პიცის ქსელი ქართულ ბაზარზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები