პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ბიძინა ივანიშვილი 456-ე ადგილზეა. Forbes საქართველოს ექს-პრემიერის ქონებას $4.5 მილიარდად აფასებს. გამოცემის მონაცემებით, ივანიშვილი ბოლო ერთ წელში $100 მილიონით გამდიდრდა.
„ადამიანს არ სჭირდება მილიარდები, ორი მილიონი საკმარისია, ამის შემდეგ უკვე სპორტია“, - ციტირებს Forbes ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა.

























