ნატურალური წვენების კომპანია „მაისი", ხილის წვენის პლასტიკური შეფუთვის დამატებას გეგმავს.
როგორც BMGTV-ის გადაცემაში "ქალების ნარატივი" კომპანიის დამფუძნებელმა, მარიამ ქოიავამ განმარტა, ამ ეტაპზე პლასტიკური ბოთლების სარეალიზაციო ბაზრების არჩევის პროცესში არიან.
„ახლა ვართ გარკვევის საფუძველზე, რომელი ბაზრიდან შეიძლება შემოვიტანოთ მსგავსი მასალა. პლასტიკის ხაზის განვითარებისთვის დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის დამატებით ინვესტიციის განხორციელება დაგვჭირდება,“ - აღნიშნავს მარიამ ქოიავა.
გარდა ამისა, ბრენდის მომავალი წლის გეგმებში სხვადასხვა ქვეყნის ლიცენზირების მოპოვებაც მოიაზრება.
„მაისი“ 2022 წლის მაისში გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და 8 სახეობის ნატურალურ წვენს სთავაზობს თავის მომხმარებლებს. კომპანიის მიზანია საწარმოო პროცესში გამოყენებული იყოს, მხოლოდ bpa free, რაც ყველაზე მავნებელი ნივთიერებისგან თავისუფალ პლასტმასის გამოყენებას გულისხმობს.